კომპანია Amazon-ი მასშტაბურ გამოძიებას აწარმოებს, რათა საკუთარ კომპანიაში გამოავლინოს თანამშრომლები, რომლებიც გარკვეული თანხის სანაცვლოდ კომერციული საიდუმლოს შემცველ ინფორმაციას ყიდიან.
ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, Amazon-ის თანამშრომლები 80-დან 2 ათას დოლარამდე ქრთამს იღებენ იმაში, რომ გასცენ კორპორაციული ინფორმაცია საქონლის სახელდებაზე, შეფასების პრინციპებზე, ნეგატიური გამოხმაურებების განადგურებასა და გაუქმებული ექაუნთების აღდგენაზე.
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, გამოძიება ჯერ კიდევ მაისში დაიწყო. გამოცემას კომპანიაში ინფორმაცია გამოძიების შესახებ დაუდასტურეს და დასძინეს, რომ ასეთი თანამშრომლების გამოვლენის შემთხვევაში, ისინი დაისჯებიან შინაგანაწესის მიხედვით.
კოკა კვირკველია