ერთ დროს ძალიან პოპულარული და მოთხოვნადი ჟურნალი 2019 წლიდან სამ თვეში ერთხელ გამოვა.
ამის შესახებ MediaPost-ი იუწყება, მანამდე კი The Wall Street Journal-თან Playboy-ის დირექტორმა, ბენ კონმა განაცხადა, რომ გამოცემა შესაძლოა საერთოდაც დაიხუროს.
Times-ის ინფორმაციით, კომპანიისთვის ლიცენზირებულ პროდუქციას წლიურად 1 მილიარდი დოლარის შემოსავალი მოაქვს. გამოცემაში ასევე იმედოვნებენ გახსნან გამოცემის სახელობის კლუბი მანჰეტენზე.
2017 წელს ჟურნალის დამფუძნებლის, ჰიუ ჰეფნერის გარდაცვალების შემდეგ, გამოცემამ ჰეფნერის შვილის, კუპერ ჰეფნერის ხელმძღვანელობით რამდენიმე ცვლილება განიცადა.
აპრილში გამოცემამ ახალი საიტი წარმოადგინა, ასევე ყველა მომხმარებელი ვალდებულია, გახდეს Playboy Club-ის წევრი და ხელი მიუწვდებოდეს ექსკლუზიურ კონტენტზე.
ჟურნალი პოპულარობის პიკში 1975 წელზე იყო, მაშინ მას 5,6 მილიონი ხელმომწერი ჰყავდა. ახლა კი გამოცემა მხოლოდ 5-ათასიანი ტირაჟით გამოდის.
კოკა კვირკველია