ამერიკელი მეწარმე, ფილანტროპი და კორპორაცია Salesforce -ის გენერალური დირექტორი, მარკ ბენიოფი მეუღლესთან ერთად კორპორაცია Meredith-ისგან ჟურნალ Time-ს 190 მილიონად ყიდულობს. ამის შესახებ CNN იუწყება.
„ბენიოფები Time-ის კაპიტალის მფლობელები იქნებიან და არ აპირებენ ჩაერიონ მის სარედაქციო პოლიტიკაში“ - აცხადებს ტელეკომპანიასთან საუბრისას გამოცემის მთავარი რედაქტორი, ედუარდ ფელსენტალი.
შეთანხმების გაფორმება 30 დღეში უნდა დასრულდეს.
როგორც ცნობილია, გასულ წელს Meredith-მა 2,8 მილიარდ დოლარად შეიძინა საგამომცემლო კომპანია Time Inc., რომელსაც რამდენიმე მედია ეკუთვნის, მათ შორის ჟურნალები Time, Fortune და People. The New York Times-ის ინფორმაციით, მაშინ შეთანხმებაში ირიბად მონაწილეობდნენ ძმები ჩარლზ და დევიდ კოხები, რომლებისგანაც მიიღო Meredith-მა შეთანხმებამდე რამდენიმე ხნით ადრე 650 მილიონი დოლარი.
კოკა კვირკველია