YouTube-ზე გამოჩნდება ვერტიკალური რეკლამა, ზუსტად ისეთი, როგორიც უკვე აქვთ Snapchat-სა და Instagram-ს, - ამის შესახებ გამოცემა The Drum წერს.
გაზეთის ინფორმაციით, ვიდეოპლატფორმაზე ფორმატის ტესტირება რამდენიმე კომპანიამ უკვე მოახდინა. ვერტიკალური განცხადების ღილაკზე დაჭერისას მომხმარებლები გადამისამართდებიან გარე ბმულზე, რომელიც შესაძლოა იყოს რეკლამის დამკვეთი კომპანიის გვერდი.
ახალი ფუნქციის გამოყენება შესაძლებელი იქნება როგორც უნივერსალური კამპანიის დაკვეთისას, ასევე იმ დამკვეთებისთვის, ვინც სარგებლობს TrueView-თი და იხდის მხოლოდ იმ რეკლამის საფასურს, რომელიც ნახა მომხმარებელმა. The Drum-ის ინფორმაციით, YouTube-ის საკმაოდ ხანგრძლივი ყურებადობის პირობებში, ჰორიზონტალური ვიდეოებისთვის იხსნება ახალი შესაძლებლობები. როგორც ცნობილია, YouTube უკვე მუშაობს ჰორიზონტალური ვიდეოს მსხვილი ადაპტაციის პროექტზე, რომელიც უკვე ქვეყნდება მომხმარებლების მხრიდან YouTube-ზე.
კოკა კვირკველია