2018 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 135.6 მლნ აშშ დოლარი, (343.7 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 11.4 პროცენტით (13.9 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2017 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.8 პროცენტი იმ 17 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ აგვისტოში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 17 ქვეყანაზე გასული წლის აგვისტოში მთელი ფულადი გზავნილების 93.6 პროცენტი მოდიოდა.
იმ ქვეყნების ხუთეულში, საიდანაც საქართველოში 2018 წლის აგვისტოში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა, 41.5 მილიონი დოლარით რუსეთი ლიდერობს, მას მოსდევს იტალია, საიდანაც 16.2 მლნ ამერიკული დოლარი შემოვიდა, ხოლო მე-3 ადგილზეა აშშ 14.9 მლნ დოლარით. მე-4 და მე-5 პოზიციებს კი ისრაელი და საბერძნეთი ინაწილებენ.
2018 წლის აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 18.9 მლნ აშშ დოლარი (48.0 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 19.4 მლნ აშშ დოლარისა (46.5 მლნ ლარისა) გასული წლის აგვისტოში.