"ჯორჯიან ამერიქან ელოიზი" სილიკომანგანუმის წარმოებას ამცირებს

"ჯორჯიან ამერიქან ელოიზი" სილიკომანგანუმის წარმოებას ამცირებს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, "ჯორჯიან მანგანეზის" ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში წარმოების შეჩერების პერიოდში ღუმელის დაგეგმილი განახლება მოხდება.

"ჯორჯიან მანგანეზი", რომელიც სილიკომანგანუმის წამყვანი მწარმოებელი და ექსპორტიორია აშშ-ში, აჩერებს ერთ-ერთი ელექტრო რკალური ღუმელის მუშაობას ზესტაფონის ფეროშენადნობ ქარხანაში. გადაწყვეტილება 2014 წლის 1 ივნისიდან ძალაშია.

"სამუშაოს დაგეგმილი დახურვა ასახავს იმას, რომ ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს სტრატეგიას, რომ გავაუმჯობესოთ წარმოების მეთოდები და განვაახლოთ დანადგარები, რათა უფრო ეფექტური გავხადოთ წარმოება და ხანგრძლივი პერიოდით გავამყაროთ ჩვენი კონკურენტული პოზიცია", - აცხადებს "ჯორჯიან მანგანეზის" გენერალური დირექტორი, ველველ ლოზინსკი.

მათივე თქმით, სამუშაოს გახანგრძლივებული შეჩერება საშუალებას მისცემს "ჯორჯიან მანგანეზს", დაიწყოს ღუმელზე დაგეგმილი განახლების პროცესი მისი ეფექტურობის გაზრდის მიზნით. აღნიშნული შეჩერება შეამცირებს "ჯორჯიან მანგანეზის" მიერ სილიკომანგანეზის წარმოებას დაახლოებით 2,500 ტონით.

"ჯორჯიან მანგანეზის" ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა წლიურად დაახლოებით 180,000 მეტრ ტონა სილიკომანგანეზს აწარმოებს. როგორც მაიამის სრულ მფლობელობაში არსებული ფილიალი, "ჯორჯიან ამერიქან ალოიზ" (ჯაა) "ჯორჯიან მანგანეზის" პროდუქციას უშვებს საერთაშორისო არენაზე ისეთი ფართო სადისტრიბუციო ქსელით, როგორიცაა მისივე ჰოლდინგში მყოფი ერთ-ერთი კომპანია "ფელმან ტრეიდინგ ინკ".