აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ 24 სექტემბრიდან შემოიღებს დამატებით 10%-იან გადასახადს ჩინეთიდან იმპორტირებულ 200 მილიარდის ოდენობის პროდუქციაზე.
ის ასევე განიხილავს დამატებით 267 მილიარდის მოცულობის პროდუქციაზე ანალოგიური გადასახადის დაწესებას, თუ ჩინეთი მიიღებს საპასუხო ზომებს. ამის შესახებ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.
დონალდ ტრამპის განცხადებით, მისი ბრძანება 24 სექტემბრიდან ამოქმედდება. წლის ბოლომდე ტარიფები შენარჩუნდება 10%-ზე ხოლო 1 იანვრიდან 25%-მდე გაიზრდება. როგორც მან დასძინა, თუ ჩინეთი საპასუხო ზომებს მიიღებს, მაშინ ვაშინგტონი დაუყოვნებლივ აამოქმედებს მესამე ეტაპს, რომელიც უკვე 267 მილიარდის ოდენობის პროდუქციაზე ითვალისწინებს საბაჟო ტარიფის აწევას.
თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში აშშ-მა მოუწოდა ჩინეთს შეეცვალა არასამართლიანი სავაჭრო პრაქტიკა. ის მიიჩნევს, რომ ვაშინგტონმა ნათლად განუმარტა პეკინს, თუ რა სახის ცვლილებებია საჭირო იმისთვის, რომ უფრო პატიოსნად მოიქცეს.
კოკა კვირკველია