ყალბი ფულის შენახვა-გასაღების ფაქტზე სამი პირი პასუხისგებაში მისცეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის შენახვა-გასაღების ფაქტზე სამი პირი პასუხისგებაში მისცა.როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან იუწყებიან, სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი ფულის შენახვა-გასაღების ფაქტზე სამი პირი პასუხისგებაში მისცეს.

სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ერთ შემთხვევაში ქალაქ თბილისში, 10 ერთეული ყალბი 100-დოლარიანი კუპიურა, ხოლო ორ შემთხვევაში, ქალაქებში - ქუთაისსა და ზესტაფონში მდებარე აგრარულ ბაზრობებზე და სავაჭრო ობიექტებში 7 ერთეული ყალბი 50-ლარიანი და 3 ერთეული 100-ლარიანი კუპიურები გაასაღეს.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.