ტაქსების ერთიანი ვიზუალისა და ავტომანქანაზე სარეკლამო ბანერების შესახებ ერთიანი სტანდარტი მიმდინარე წლის 1-ელი ნოემბრისთვის დამტკიცდება.
ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ტაქსის მძღოლებს საშუალება ექნებათ, ისარგებლონ ავტომობილზე გამოყოფილი სარეკლამო ადგილით და კერძო სექტორთან თანამშრომლობით მიიღონ დამტებითი ფინანსური სარგებელი.
"ტაქსების რეფორმის ფარგლებში თბილისის მერია მუშაობს ტაქსის ერთიან ვიზუალურ სტანდარტზე, რომელიც ამოქმედდება 2019 წლის ოქტომბრიდან და სავალდებულო იქნება. თუმცა 1-ელი ნოემბრისთვის ეს სტანდარტი ცნობილი იქნება და ეცოდინება ლიცენზიის მქონე ყველა ადამიანს, ვისაც უნდა ტაქსის სერვისი გაწიოს.
აღნიშნული სტანდარტი გაითვალისწინებს ტაქსის ერთიან დიზაინში რეკლამის განთავსების ადგილს, რომელიც მძროლებს შეუქმნის დამატებით შემოსავალს. ტაქსის მძღოლებს საშუალება ექნებათ, ისარგებლონ ავტომობილზე გამოყოფილი სარეკლამო ადგილით და კერძო სექტორთან თანამშრომლობით მიიღონ დამტებითი ფინანსური სარგებელი. მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამის განსაზღვრა და იმ მძღოლებს, ვისაც ექნება ტაქსის ლიცენზია, საშუალება ექნება დამატებით შემოსავალი მიიღონ",- განაცხადა კალაძემ.