ალკოჰოლის მსხვრევადი ჭურჭლით რეალიზაცია შესაძლოა შეიზღუდოს

მსხვრევადი ჭურჭლით ალკოჰოლის რეალიზაცია შესაძლოა შეიზღუდოს.

ამის შესახებ საუბარია დაავადებათა კონტროლის მიერ მომზადებულ სამოქმედო სტრატეგიაში, რომელიც „ბიზნესპრესნიუსმა“ მოიპოვა.

როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, ამის მიზანი ძალადობისა და აგრესიული ქმედებების შემცირებაა.

ამავე სტრატეგიის მიხედვით, ალკოჰოლი უნდა მოთავსდეს პოლიეთილენისა და არა - მსხვრევად ჭურჭელში.

შეგახსენებთ, რომ ალკოჰოლის მოხმარება, რეალიზაცია, ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის მიერ მომზადებული სამოქმედო სტრატეგია მალე პარლამენტს გადაეგზავნება.

ნინი ქეთელაური