„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ღრმაწყლოვანი პორტის საზღვაო სამუშაოების დეტალურ ფოტორეპორტაჟს ავრცელებს

16 სექტემბერს, ანაკლიაში, ღრმაწყლოვანი პორტის საზღვაო სამუშაოები დაიწყო, რომელიც მასშტაბითა და საინჟინრო გადაწყვეტით, საქართველოსთვის უპრეცედენტოა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან“ ავრცელებს.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ინფორმაციით, საზღვაო საუშაოებს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი დამაღრმავებელი გემი „ათენა“ ახორციელებს, რომელიც უკვე ანაკლიის სანაპიროზეა მობილიზებული. „ათენას“ გამოყენებით, ღრმაწყლოვანი პორტის ტერიტორიაზე მოხდება ფსკერის დაღრმავება; ზღვიდან 5 მლნ კუბურ მეტრამდე ქვიშის ამოღება (რეკლამაცია) და ნაპირზე განთავსება. საზღვაო მშენებლობას საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული, მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი საზღვაო-ინფრასტრუქტურული კომპანია Van Oord-ი ჩაატარებს.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მშენებლობისა და ოპერირების I ფაზის განმავლობაში

• იქნება ყველაზე თანამედროვე პორტი რეგიონში და შავი ზღვის აუზში

• მიიღებს შავი ზღვის აუზში მცურავ პანამაქსის და პოსტ-პანამაქსის ტიპის, 10 000-TEU (კონტეინერიან) გემებს, რომელთა მიღებაც დღეს საქართველოს არც ერთ პორტს არ შეუძლია. შავი ზღვის აუზში მცურავი გემების 75% დღეს საქართველოს პორტებში ვერ შემოდის.

• შეძლებს გაატაროს 1 მილიონი კონტეინერი

• მიიღებს 1.5 მილიონ ტონა მშრალ ნაყარ ტვირთს

• საქართველოს მისცემს შესაძლებლობას, გახდეს რეგიონული ეკონომიკური და სატრანსპორტო ჰაბი

• ქვეყნის მშპ-ში შეიტანს 1.2% დან 1.5%-მდე კონტრიბუცია

• ოპერირების I ფაზის განმავლობაში ქვეყნისთვის შექმნის $500 მილიონის დამატებით ეკონომიკურ ღირებულებას. ეს ციფრი პირველი 10 წლის განმავლობაში შეადგენს $1 მილიარდ, ხოლო მთლიანობაში - $60 მილიარდს

• პირველი ფაზის ინვესტიცია შეადგენს $600 მილიონს, ხოლო პროექტის მთლიანი ინვესტიცია შეადგენს $2.5 მილიარდს

• პირველი ფაზის განმავლობაში, დაასაქმებს 1500 ადამიანს

• განახორციელებს $2 მილიონი ღირებულების სოციალური პროექტების მხარდაჭერას

• ანაკლიისთვის ააშენებს საბავშვო ბაღს, სამედიცინო ცენტრს, სპორტულ მოედნებს

• განახორციელებს უწყვეტ ოპერირებას წლის განმავლობაში

• ტერმინალები მოიცავს 80 ჰექტარის ფართობს ექნება

• უახლესი და თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობა და ინფრასტრუქტურა

• 1500 მეტრის სიგრძის წყალმტეხი

• 875 მეტრის სიგრძის გემმისადგომი

• 16 მეტრის სიღრმე