პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს გამოეხმაურა.თამარ ჩუგოშვილის თქმით, სხვადასხვა საკითხს შორის, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია აშშ-სთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება.
„ჩვენ გვჭირდება ბევრად უფრო აქტიური ეკონომიკური თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. უკვე დიდი ხანია ვსაუბრობთ თავისუფალი ვაჭრობის საკითხის შესახებ, რომელიც არაერთ ფორმატში გვაქვს დაყენებული შეერთებულ შტატებთან. ასევე ვფიქრობთ, საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი სხვა კუთხით გააღრმავოს ამერიკასთან ეკონომიკური თანამშრომლობა“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.