საქართველოს წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისიდან პოლონეთის ქალაქი გდანსკის მიმართულებით ავიამიმოსვლას იწყებს.კომპანიის ცნობით, ქართველ მგზავრებს, რომელთაც საპორტო ქალაქის სანაპიროების სტუმრობა სურთ, ბილეთების დაჯავშნა უკვე შეუძლიათ wizzair.com-ზე, 59,99 ლარიდან.
„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ქუთაისის აეროპორტიდან ვამატებთ ახალ მარშრუტს ლამაზი სანაპიროების ქალაქი გდანსკის მიმართულებით.
ჩვენი დაბალბიუჯეტიანი მომსახურებით ვქმნით მოსახერხებელი და ხელმისაწვდომი ფრენის შესაძლებლობას ჩვენი მგზავრებისთვის. Wizz Air მუდმივად უსვამს ხაზს მის ჩართულობას ქვეყნის განვითარებაში და აგრძელებს საქართველოში არსებული ქსელის გაფართოებას, რასაც წელს დამატებული ათი ახალი ავიამიმართულებაც მოწმობს. ჩვენ გვჯერა, რომ გდანსკის მიმართულება მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი მგზავრებისთვის და გახდება ისეთივე პოპულარული, როგორც სხვა რეისები. ჩვენ კვლავ განვაგრძობთ ქსელის გაფართოებას და ხელმისაწვომი საჰაერო მგზავრობის უზრუნველყოფას, ისევე როგორც იმ ქვეყნის ადგილობრივი ეკონომიკის სტიმულირებას, რომელშიც ჩვენ ვმოღვაწეობთ“, - განაცხადა Wizz Air-ის კორპორატიული კომუნიკაციების მენეჯერმა ანდრას რადომ.