"სკოლების ინფრასტრუქტურული მდგომარეობა, საქართველოს მასშტაბით, არის პრობლემა და კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს"

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ირინა აბულაძე აცხადებს, რომ სკოლების ინფრასტრუქტურული მდგომარეობა, საქართველოს მასშტაბით, არის პრობლემა და კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს.

“სამინისტრო, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ახალი მიდგომებით აპირებს მუშაობას. ტყუილი იქნება, რომ ყველა სკოლის საჭიროებას დავფარავთ 2019-2020 წლამდე. მნიშვნელოვანია, მოხდეს პროცესების სწორად მართვა, სკოლების მდგომარეობის ძირეული შესწავლა და პრიორიტეტიზაცია. ყველა სკოლა უნდა აკმაყოფილებდეს სტანდარტებს და ამ მიმართულებით ეტაპობრივად, შესაბამისი პრიორიტეტებით ვიმუშავებთ“, - განაცხადა აბულაძემ.