არადეკლარირებული საქონლის შემოტანის გამო პირს ჯარიმა დაეკისრა

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა არადეკლარირებული საქონლის შემოტანის გამო სომხეთის მოქალაქე პ.მ-ს ჯარიმა დააკისრეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 16 ივნისს საბაჟო გამშვები პუნქტის "ყაზბეგის" ტერიტორიაზე რუსეთის მხრიდან შემოვიდა სომხეთის მოქალაქე პ.მ., რომლის კუთვნილი ბარგის, ხელბარგისა და ავტომობილის დათვალიერებისას შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს სხვადასხვა სახის არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ, საზომი მეტრიანი 1 ცალი, ფრეზის პირები - 5 კომპლექტი, დამცავი სათვალე - 2 ცალი, ქანჩის გასაღები - 2 ცალი, აირწინაღი - 1 ცალი, ელექტრობურღის პირი - 2 შეკვრა, აირწინაღის ფილტრი - 1 შეკვრა, ფრეზის საცვლელი პირი - 225 ცალი. აღნიშნული საქონლის ღირებულებამ შეადგინა 4983,93 ლარი.

პირს, საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 4983,93 ლარი.