იტალიის ქალაქ გენუაში ხიდის ჩამონგრევის შემდეგ სატრანსპორტო კომპანიები ყოველდღიურად 600 ათას ევროს ზარალს იღებენ.
სააგენტო ANSA-ს ინფორმაციით, მსგავსი დანაკარგი განპირობებულია სატრანსპორტო საშუალებებისთვის მარშრუტის ცვლილების აუცილებლობით და ქალაქ გენუას მეორეხარისხოვანი შემოვლითი გზით ტრანსპორტის გადაადგილების გამო.
ჩამონგრეული ხიდი, ცნობილი როგორც „მორანდის ხიდი“ წარმოადგენდა მნიშვნელოვან სატრანსპორტო არტერიას, ის იტალიის ჩრდილო-დასავლეთს არა მხოლოდ სამხრეთის რაიონებთან აკავშირებდა, არამედ საფრანგეთთანაც.
შეგახსენებთ, ხიდის ნაწილი 2018 წლის 4 აგვისტოს ჩაინგრა. ინციდენტის ადგილზე იმ მომენტისთვის 30 მსუბუქი და 3 სატვირთო ავტომობილი იმყოფებოდა. შედეგად გარდაიცვალა 43 ადამიანი. ასობით ადამიანი კი სახლის გარეშე დარჩა, მათი უძრავი ქონება ხიდის ქვეშ იყო განთავსებული. ფაქტთან დაკავშირებით იტალიის პროკურატურაში გამოძიება 20 პირის წინააღმდეგ მიმდინარეობს.
კოკა კვირკველია