კორპორაცია Apple-მა მისი წარმოების მობილური მოწყობილობებისთვის ახალი ოპერაციული სისტემა iOS 12 წარმოადგინა.
ის ხელმისაწვდომი გახდება პლანშეტისთვის iPad Air და iPhone 5s-ის შემდეგ გამოცემული ყველა მობილურისთვის.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, ახალი სისტემა მაღალი წარმადობით გამოირჩევა. მოწყობილობა ორჯერ სწრაფად ირთვება, ხოლო ფოტოს სწრაფად გადაღების შესაძლებლობა 70%-ით მეტია. ახალი ოპერაციული სისტემა ასევე იძლევა შესაძლებლობას საკუთარი „სმაილიკების“ შექმნის - Memoji, ხოლო ტრადიციულ Animoji-ში კი არჩევანი გაფართოებულია.
ამჯერად მოწყობილობაზე ფოტოების ძიება შესაძლებელი გახდა არამხოლოდ გეოლოკაციის მიხედვით, არამედ საკვანძო სიტყვის და სპეცეფექტების გამოყენებით.
სისტემის შემქმნელებმა ყურადღება ასევე დაუთმეს მონაცემების დაცულობას და პაროლების სისტემა უფრო დახვეწეს. ამჯერად პაროლის გამოყენების გარდა მომხმარებლის იდენტიფიცირებისთვის საჭირო გახდება Face ID ან Touch ID-ის გამოყენება.
შეგახსენებთ, კომპანიამ 12 სექტემბერს წარმოადგინა მისი ახალი პროდუქცია iPhone-ის ხაზში. ეს იყო სმარტფონები iPhone XS, iPhone XS Max და iPhone XR. ასევე მეოთხე თაობის სმარტ-საათი Apple Watch.
კოკა კვირკველია