ჩინეთი აშშ-ს საპასუხო ტარიფებს უწესებს. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პეკინი აშშ-ს გადაწყვეტილების გამო დიდ მწუხარებას გამოთქვამს, მაგრამ საკუთარი ინტერესების დასაცავად საპასუხო ზომების მიღება უწევს. ამიტომ 60 მილიარდის მოცულობის ამერიკულ საქონელს დამატებითი ტარიფები დაუწესდება.
პეკინის ეს ნაბიჯი დონალდ ტრამპის ბოლო ინიციატივამ გამოიწვია, რომლის მიხედვითაც ჩინეთიდან 200 მილიარდი დოლარის მოცულობის იმპორტირებულ საქონელზე ახალი, 10%-იანი საბაჟო ტარიფი დააწესა. შეზღუდვები ძალაში 24 სექტემბრიდან შევა. თეთრ სახლში ასევე აღნიშნეს, რომ თუ პეკინი საპასუხო ზომებს მიიღებს, ვაშინგტონი დამატებით ტარიფებს 267 მილიარდი დოლარის მოცულობის საქონელზე დააწესებს.
კოკა კვირკველია