სენაკის რაიონში გამრიცხველიანება დასრულდა

სოფელ უშაფათის ინდივიდუალური გამრიცხველიანება დასრულდა.

"ენერგო-პრო ჯორჯიამ" ევროპული ტიპის ინდივიდუალური მრიცხველები 289 აბონენტს დაუმონტაჟა.

აღნიშნული პროექტის განხორციელების მიზნით, სს "ენერგო-პრო ჯორჯიამ" 72 250 ლარის ინვესტიცია განახორციელა.

"სოფელი უშაფათი იყო ბოლო სოფელი სენაკის რაიონში არსებული 14 სოფლიდან, რომლითაც მთლიანად დასრულდა ინდივიდუალური გამრიცხველიანება სენაკის რაიონში. აბონენტების ინდივიდუალური გამრიცხველიანება ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი პრიორიტეტთაგანია. მართალია სენაკის რაიონში ინდივიდუალური გამრიცხველიანება დასრულდა, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ სამუშაოებს სხვა რეგიონებში და 2015 წლისთვის ინდივიდუალური გამრიცხველიანება დასრულდება ჩვენი მომსახურების არეალის მასშტაბით", – განაცხადა "ენერგო-პრო ჯორჯიას" საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა, ავთო დვალიშვილმა.

გამრიცხველიანების სამუშაოების პარალელურად მიმდინარეობდა 0,4 კილოვოლტის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რის შედეგადაც შეიცვალა 180 ცალი ამორტიზებული ხის ბოძები ახალი რკინა-ბეტონის ბოძებით, გაიჭიმა 45 კმ სიგრძის კაბელი და აგრეთვე რემონტდება სატრანსფორმატორო პუნქტები.