დაუვიწყარი ქართული ღვინის ფესტივალი ბრუნდება - რა ელით ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს

„ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი“, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლი ღვი­ნის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი­სა და გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის­თვის და­უ­ვი­წყარ დღედ იქცა, წელ­საც გა­ი­მარ­თე­ბა.ონ­ლა­ინ­მა­ღა­ზია და მე­დი­ა­პორ­ტა­ლი Allwine.ge-სა და "მე­ი­დან ჯგუ­ფის" ორ­გა­ნი­ზე­ბით, ქარ­თუ­ლი ღვი­ნის მწარ­მო­ებ­ლე­ბი გრან­დი­ო­ზუ­ლი ფეს­ტი­ვა­ლის­თვის უკვე მე­ო­რედ ემ­ზა­დე­ბი­ან.

სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ფეს­ტი­ვა­ლის მო­ლო­დი­ნი საკ­მა­ოდ დი­დია, რად­გან გა­სუ­ლი წლის ღო­ნის­ძი­ე­ბას უამ­რა­ვი ხალ­ხი და­ეს­წრო და ყვე­ლა კმა­ყო­ფი­ლი დარ­ჩა. სტუმ­რე­ბი ერ­თხმად აღი­ა­რებ­დნენ, რომ ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ბის, ასე­თი დო­ნის და ასეთ ლა­მაზ ფეს­ტი­ვალს ჯერ არ დას­წრე­ბი­ან.

გა­სულ წელს ფეს­ტი­ვალ­ზე 40-მდე სა­ხე­ო­ბის კომ­პა­ნი­ის დე­გუს­ტა­ცია და გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა გა­ი­მარ­თა. წელს კი უფრო მეტ კომ­პა­ნი­ას ელო­დე­ბი­ან.

bpn

უდა­ვოა ფეს­ტი­ვა­ლის მნიშ­ვნე­ლო­ბა ქარ­თუ­ლი ღვი­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­ში, მაგ­რამ ამ მიზ­ნის მიღ­წე­ვა­ში დიდი როლი უშუ­ა­ლოდ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე არ­სე­ბულ­მა გა­რე­მომ შე­ას­რუ­ლა. შარ­დე­ნის ქუ­ჩის მი­ახ­ლო­ე­ბის­თა­ნა­ვე გამ­ვლე­ლე­ბის ყუ­რა­დღე­ბას სა­სი­ა­მოვ­ნო ქარ­თუ­ლი მუ­სი­კა იქ­ცევ­და და ფეს­ტი­ვა­ლის­კენ ეპა­ტი­ჟე­ბო­და. ქუ­ჩის და­სა­წყის­ში­ვე ღვი­ნის დე­გუს­ტა­ცია იწყე­ბო­და.

ხი­ლი­თა და ყვა­ვი­ლე­ბით მორ­თუ­ლი ულა­მა­ზე­სი ქუ­ჩის ორი­ვე მხა­რეს ღვი­ნის კომ­პა­ნი­ე­ბი იყ­ვნენ წარ­მოდ­გე­ნი­ლი, რომ­ლე­ბიც ერ­თმა­ნეთს არა მხო­ლოდ ღვი­ნის არო­მა­ტე­ბით, არა­მედ ლა­მა­ზი დახ­ლე­ბი­თაც ეჯიბ­რე­ბოდ­ნენ. სა­შე­მოდ­გო­მო ხი­ლით სა­ოც­რად მორ­თუ­ლი ქუ­ჩის და­სა­წყის­ში­ვე ულა­მა­ზე­სი მი­მე­ბი იქ­ცევ­დნენ ყუ­რა­დღე­ბას.

bpn

სცე­ნა­ზე ცეკ­ვი­სა და ფოლკ­ლო­რუ­ლი ან­სამ­ბლე­ბი ერ­თმა­ნეთს ცვლიდ­ნენ. სცე­ნა­ზე დან­თე­ბუ­ლი სა­ო­ცა­რი მუხ­ტი კი სტუმ­რებ­ზეც გად­მო­ვი­და და მუ­სი­კა­ლურ­მა ნომ­რებ­მაც ხალ­ხში გა­და­ი­ნაც­ვლა. ქუ­ჩის ბო­ლო­ს, სა­მახ­სოვ­რო ფო­ტო­ე­ბი­სა და გი­ფე­ბის გა­და­ღე­ბა იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი. ფეს­ტი­ვა­ლის სტუმ­რე­ბი დე­გუს­ტა­ცი­ის შემ­დეგ თა­მა­მად იღებ­დნენ ფო­ტო­ებს photo bus-ში და მხი­ა­რუ­ლად პო­ზი­­რებ­დნენ გი­ფე­რის აპა­რა­ტის კა­მე­რას­თან.

bpn

ამ­ჯე­რად "ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი 2018“ გა­ნახ­ლე­ბუ­ლი პროგ­რა­მი­თა და ბევ­რი სი­ურპრი­ზით ბრუნ­დე­ბა.

რო­გორც ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი გან­მარ­ტა­ვენ, შარ­შან­დელ­მა წელ­მა მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა, წელს კი უფრო მეტ სტუ­მარს ელო­დე­ბი­ან, რო­მელ­თაც ქარ­თუ­ლი ღვი­ნის და­გე­მოვ­ნე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, მრა­ვალ­ფე­რო­ვან და სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ტი­ვო­ბებს ჰპირ­დე­ბი­ან. ღვი­ნის დე­გუს­ტა­ცი­ას­თან ერ­თად, ფეს­ტი­ვალ­ზე სხვა­დას­ხვა სა­ხის პრო­დუქ­ცია იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. "ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი 2018“ სტუმ­რებს ქარ­თულ ტრა­დი­ცი­ულ პურ­საც შეს­თა­ვა­ზებს, ასე­ვე წა­რმოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა სა­უ­კე­თე­სო ჩურ­ჩხე­ლა და ჩირი, ქარ­თუ­ლი ყვე­ლი.

აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის და­გე­მოვ­ნე­ბის პრო­ცე­სი კი­დევ უფრო სა­ხა­ლი­სო რომ გახ­დეს, სტუმ­რე­ბი მოძ­რა­ო­ბის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბე­ბის მიერ დად­გმულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს იხი­ლა­ვენ, მო­ის­მე­ნენ ქარ­თულ ფოლკ­ლორს. ფეს­ტი­ვალს გა­ა­ფორ­მე­ბენ მი­მე­ბი და ოჩო­ფე­ხე­ბი. იქ­ნე­ბა დრა­მე­რე­ბი­სა და ცე­ცხლის შოუ.

"ვფიქ­რობთ რომ შარ­შან­დელ­მა ფეს­ტი­ვალ­მა ყვე­ლა კმა­ყო­ფი­ლი და­ტო­ვა, რო­გორც ღვი­ნის კომ­პა­ნი­ე­ბი, ასე­ვე სტუმ­რე­ბი. წელს პროგ­რა­მა კი­დევ უფრო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი იქ­ნე­ბა. მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბის მსურ­ვე­ლებ­მა კი აუ­ცი­ლებ­ლად მოგ­ვწე­რონ ოფი­ცი­ა­ლურ ფე­ის­ბუქ გვერ­დზე: ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი • Georgian Wine Festival" - გან­მარ­ტავს ფეს­ტი­ვა­ლის პრო­ექ­ტის მე­ნე­ჯე­რი ანა­ნო თავ­ხე­ლი­ძე.

ღო­ნის­ძი­ე­ბა 13 ოქ­ტომ­ბერს შერ­დენ­ზე 12:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა და 19:00 სა­ათ­ზე დას­რულ­დე­ბა. რო­გორც შარ­შან, ასე­ვე წელს ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი ძა­ლი­ან ბევრ ტუ­რისტს ელო­დე­ბი­ან. ერთ სივ­რცე­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნი­მუ­შე­ბი, მათ გულ­გრილს ნამ­დვი­ლად არ და­ტო­ვებს.