2018 წლის იანვარ-აგვისტოში საექსპორტო სასაქონლო ჯგუფებში მოწინავე ადგილი სპილენძის მადნებსა და კონცენტრატებს უჭირავს, ხოლო საიმპორტო სასაქონლო ჯგუფებში - ნავთობპროდუქტებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, როგორც ექსპორტში, ასევე იმპორტში მეორე ადგილს მსუბუქი ავტომობილები იკავებს.
„2018 წლის იანვარ-აგვისტოში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო სასაქონლო ჯგუფების ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 319.1 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 14.9 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი, 243.0 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 11.3 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 230.4 მლნ. აშშ დოლარით (10.7 პროცენტი).
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2018 წლის იანვარ-აგვისტოში წარმოდგენილი იყო ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სახით, რომლის იმპორტმაც 576.9 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9.7 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 389.6 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.5 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 259.8 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 4.4 პროცენტი),” - ნათქვამია სატქსტატის ინფორმაციაში.