მსოფლიოში ყველაზე პატარა და უკაბელო ყურსასმენი

Nokia-სა და Sony Ericsson-ის ყოფილი ინჟინრების ჯგუფმა, მსოფლიოში ყველაზე პატარა Bluetooth-ყურსასმენები შექმნა.

ყურსასმენებს ბრტყელი ელემენტები გააჩნია, რომლის საშუალებითაც მოწყობილობის ფუნქციონირება ხდება. ყურსასმენებს Earin ეწოდა.

Kickstarter-ის საიტზე დაწყებული იყო კამპანია, რომლის ფარგლებშიც აღნიშნული ყურსასმენების წარმოებისთვის საჭირო თანხების შეგროვება იყო შესაძლებელი. აღნიშნული თანხის შეგროვება რამდენიმე დღის წინ მოხერხდა.

Earin-ი 5 გრამს იწონის და მას არ გააჩნია კაბელი. ყურსასმენის ელემენტები 3 საათი ძლებს, რაც ალბათ, მელომანებს არ გაახარებთ, თუმცა ეს დრო საკმარისია იმათთვის, ვინც მუსიკას მხოლოდ ტრანსპორტში ან ქუჩაში უსმენს. ყურსასმენს აქვს USB- კაბელი და Bluetooth 4.0 მხარდაჭერა. ასევე, მოწყობილობას მოყვება ელემენტების დამტენი, რომელიც ელემენტების რამდენიმე დატენვას ეყოფა.

bpn

ყურსასმენის შემქმნელები აცხადებენ, რომ Earin-ს მაღალი ხარისხის ხმა აქვს, რაც ბევრ მომხმარებელს გაახარებს.

Earin-ი გაყიდვაში 2015 წლის იანვარში გამოვა და მისი საცალო ფასი საკმაოდ მაღალი - დაახლოებით, 270 დოლარი იქნება.