მიმდინარე წლის 8 თვის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტი გაზრდილია 7,4 ათასი ტონით, ხოლო სანავთობო ბიტუმის იმპორტი შემცირებულია 10 ათასი ტონით,- ამის შესახებ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებაშია საუბარი.
მათივე ინფორმაციით, ქვეყნების მიხედვით, 2018 წლის აგვისტოს საავიაციო ნავთის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქმენეთიდან - 7,4 ათასი ტონა.
„2018 წლის აგვისტოს თვეში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 11,5 ათასი ტონა, რაც 0,7 ათასი ტონით ნაკლებია ივლისის თვის მაჩვენებელთან (12,2 ათასი ტონა) შედარებით. თუმცა, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 65,0 ათასი ტონა, რაც 7,3 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (57,7 ათასი ტონა).
ქვეყნების მიხედვით, 2018 წლის აგვისტოს საავიაციო ნავთის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქმენეთიდან - 7,4 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 64,3%-ს შეადგენს. შემდეგ მოდის: ეგვიპტე - 4,1 ათასი ტონა (35,7%).
2018 წლის აგვისტოს თვეში საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 12,6 ათასი ტონა, რაც 0,8 ათასი ტონით აღემატება ივლისის თვის მაჩვენებელს (11,8 ათასი ტონა). აქედან იმპორტის მთელი ოდენობა მოდის ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე.
მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს თვეების განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 58,1 ათასი ტონა, რაც 10,0 ათასი ტონით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით (68,1 ათასი ტონა).
2018 წლის აგვისტოს თვეში საქართველოში გათხევადებული აირების პროპან-ბუტანის ნაერთის (LPG) იმპორტმა შეადგინა 1,4 ათასი ტონა, რაც 0,2 ათასი ტონით ნაკლებია ივლისის თვის მაჩვენებელთან (1,6 ათასი ტონა) შედარებით.
მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს თვეებში გათხევადებული აირების პროპან-ბუტანის ნაერთის (LPG) იმპორტმა შეადგინა 9,2 ათასი ტონა, რაც 1,2 ათასი ტონით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით (10,4 ათასი ტონა)“, -ნათქვამია ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებაში.