ხორბლის ავტომობილებით იმპორტის აკრძალვაზე ფინანსთა მინისტრის ბრძანებას სასამართლოში გაასაჩივრებენ.
ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI) თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.
„ბიზნესპრესნიუსი“ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„აგვიტოში, როცა ერი ისვენებდა, ფინანსთა მინისტრმა გადაწყვიტა არაკონსტიტუციური რეგულაცია მიეღო, რომლითაც 1 ოქტომბრიდან საქართველოში ხორბლის შემოტანა მხოლოდ რკინიგზით ან საზღვაო ტრანსპორტით გახდება შესაძლებელი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, 2 000-ზე მეტ სატვირთო ავტომობილის მძღოლს ამ ბრძანებით მოუწევს საკუთარი სამეწარმეო საქმიანობის შეწყვეტა, ხოლო ათობით იმპორტიორს რკინიგზის ძვირიანი მომსახურებით სარგებლობა, რაც ასევე გამოიწვევს კვერცხის და ქათმის ხორცის გაძვირებას.
რა თქმა უნდა ამ ნორმას საკონსტიტუციო სასამართლოში გავასაჩივრებთ (GDI უკვე მუშაობს სარჩელზე), რადგან ეს რეგულაცია ცალსახად ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 30.2 და 21-ე მუხლებს. რა ქვია სახელმწიფოს ამ ქცევას, როცა ის ართმევს აწყობილ ბიზნესს ათასობით ადამიანს და აძლევს მონოპოლიას საკუთარ კომპანიას (საქართველოს რკინიგზაას)?,“-წერს მშვენიერაძე.