ყველაზე იაფფასიანი ვალუტა მსოფლიოში

ზიმბაბვეში შიმშილით რომ არ მოკვდე, მილიარდ დოლარს უნდა ფლობდე.

ზიმბაბვეს დოლარი მსოფლიოში ყველაზე უფასური ვალუტაა. ზიმბაბვეში კვერცხის საყიდლად რამდენიმე ათეული მილიარდი ზიმბაბვური დოლარია საჭირო. აქ ფულის გამოყენება ტუალეტის ქაღალდის მაგივრად უფრო მომგებიანია, ვიდრე ტუალეტის ქაღალდის ყიდვა.

ზიმბაბვე მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც აქვს 200 000, 500 000, 10 000 000 000 და მრავალი სხვა უმსხვილესი ფულის კუპიურები. ამ ქვეყანაში ყველაზე იაფი ტუალეტის ქაღალდი 278 000 ზიმბამბვეს დოლარი ღირს.

ადგილობრივი ვალუტის გაუფასურება 2007-2008 წლებს უკავშირდება, როდესაც რეკორდული ჰიპერინფლაცია დაფიქსირდა. იმ პერიოდში ერთი ამერიკული დოლარი 430 972,7 ზიმბაბვური დოლარი ღირდა, პურის შეძენა კი 300 მილიარდ ზიმბაბვურ დოლარად იყო შესაძლებელი.