დონალდ ტრამპი: აშშ ჩინეთთან შეთანხმებას ოდესმე მიაღწევს

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებით მოლაპარაკებისთვის მზადაა.

პოლონეთის პრეზიდენტ ანდრჟეი დუბასთან შეხვედრის შემდეგ, ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ჩინეთთან ვაჭრობის საკითხებზე შეთანხმებას ოდესმე მიაღწევს.

ერთი დღით ადრე, ტრამპმა 200 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ პროდუქციაზე საბაჟო ტარიფი გაზარდა და დაიმუქრა, რომ თუ ჩინეთი საპასუხო ნაბიჯს გადადგამს, დამატებით 267 მილიარდი დოლარის ჩინურ პროდუქციაზე გაზრდის ტარიფებს.

ჩინეთმა დღეს ტრამპის ამ ნაბიჯზე საპასუხო რეაქცია გამოავლინა - 60 მილიარდი დოლარის ამერიკულ პროდუქციაზე საბაჟო გადასახადი გაზარდა. ამასთან, ქვეყნის პრემიერმა განაცხადა, რომ ჩინეთი ვაჭრობისას საკუთარი კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად, იუანის გაუფასურებას არ აპირებს.

„ჩინეთს მოლაპარაკება სურს. და ჩვენ ამისთვის მუდამ მზად ვართ. მაგრამ ამისათვის, რაღაცის გაკეთება გვიწევს“, - ამბობს ტრამპი.