საქართველოს მოქალაქეებს უკრაინაში შესვლა ID ბარათებით შეეძლებათ

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა საქართველოსთან ID ბარათებით მიმოსვლის შესახებ შეთანხმების პროექტი დაამტკიცა.ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო РБК-Украина ავრცელებს.

შეთანხმების თანახმად, უკრაინის მოქალაქეები საქართველოში ჩამოსვლას ID ბარათებით შეძლებენ. აღსანიშნავია, რომ შეთანხმება ორმხრივია, ანუ იგივენაირად - საქართველოს მოქალაქეებსაც უკრაინაში შესვლა ID ბარათებით შეეძლებათ.

დღეის მდგომარეობით, უკრაინასა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის შეთანხმება მოქმედებს.

წყარო: allnews.ge