თურქეთმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მოქალაქეობის მინიჭების პროცედურა გაამარტივა

"როიტერის" ინფორმაციით, თურქეთმა შეამცირა ფინანსური და საინვესტიციო კრიტერიუმები უცხოელებისთვის მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით.

ახალი წესების მიხედვით, უცხოელებს შეუძლიათ თურქეთის მოქალაქეები გახდნენ, თუკი ფლობენ 250 ათასი აშშ დოლარის ოდენობის უძრავ ქონებას სამი წლის განმავლობაში. მანამდე აუცილებელი იყო 1 მილიონი დოლარის ოდენობის ქონების ფლობა.

დეპოზიტების თანხა, რომლებიც უნდა ინახებოდეს თურქეთის ბანკებში მოქალაქეობის მისაღებად, შემცირდა ერთი მილიონი დოლარიდან 500 ათას დოლარამდე. გარდა ამისა, მოქალაქეობის უფლების მისაღებად, აუცილებელია ასის ნაცვლად, 50 თანამშრომლის დაქირავება.

არსებული მონაცემებით, გასულ წელს უცხოელებმა თურქეთში 4.6 მილიარდი დოლარის ოდენობის უძრავი ქონება შეიძინეს. მათი ძირითადი ნაწილი ერაყის, საუდის არაბეთის, ქუვეითისა და რუსეთის მოქალაქეები არიან.

წყარო: ALLNEWS.GE