აუქციონზე 30 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების დღევანდელ აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 336-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

უწყების ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა ცხრა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მათივე განმარტებით, მოთხოვნამ 72 200 000 ლარი შეადგინა.

"მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.450 პროცენტით, მაქსიმალური 6.670 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 6.578 პროცენტით განისაზღვრა", - აცხადებენ უწყებაში.