სპორტულმა კომპანიამ გადაიღო ვიდეორგოლი, რომელიც ეძღვნება ყველაზე სწრაფ მარათონელს პლანეტაზე, რომელმაც 42 კმ დისტანცია თითქმის 2 საათში დაფარა.
Nike-ის ახალ ვიდეოს Fastest Ever ქვია და მასში მონაწილეობს კენიელი მორბენალი, ელიუდუ კიპჩოგე, რომელმაც ბერლინში მსოფლიო მარათონი მოიგო.
კომპანიის YouTube-ის ოფიციალურ არხზე განთავსებულ ვიდეორგოლში, რომელიც ერთწუთიანია, მაყურებელი ხედავს ავტოტრასას, რომელზეც მორბენალის ფეხქვეშ წერია შემდეგი სიტყვები: „უბრალოდ ნუ გაირბენ მარათონს, უბრალოდ ნუ მოიგებ მარათონს, უბრალოდ ნუ დაამხობ მარათონის რეკორდს, იყავი არა უბრალოდ ყველაზე სწრაფი ადამიანი მსოფლიოში - იყავი უსწრაფესი“.
როგორც The Guardian წერს, ელიუდ კიპჩოტემ 42-კილომეტრიანი მარათონი 2 საათში 1 წუთსა და 39 წამში დაფარა და ამ მონაცემებით 78 წამით გააუმჯობესა აქამდე არსებული რეკორდი.
კოკა კვირკველია