ახალი iPhone Xs და Xs Max საქართველოში 23 სექტემბრიდან აისტაილში გაიყიდება

Apple-მა iPhone Xs და Xs Max სტივ ჯობსის სახელობის თეატრში 12 სექტემბერს წარადგინა.

წლის სიახლე უდავოდ ახალი ფერი Gold და iPhone Xs Max გახლავთ, რომელიც 6,5 ინჩიანი უსაზღვრო ეკრანით, აქამდე არსებულ iPhone-ებს შორის, ზომით ყველაზე დიდია და ღირებულებაც, Apple-ის ისტორიაში, ყველაზე მაღალი აქვს. უახლესი მოდელები აღჭურვილია ყველაზე თანამედროვე და უსწრაფესი პროცესორით A12 Bionic-ით, უკეთესი ბატარეითა და კამერით. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ახალი iPhone-ები წყალგამძლეა IP68 სტანდარტით, რაც წყლის ქვეშ 2 მეტრის სიღრმემდე 30 წუთამდე iPhone-ის გამოყენების საშუალებას იძლევა.

საქართველოში iPhone Xs და Xs Max 23 სექტემბრიდან ექსკლუზიურად Apple-ის რესელერი კომპანია აისტაილის მაღაზიათა ქსელში გაიყიდება. გაყიდვების პირველ ეტაპზე iPhone Xs-ის ღირებულება იქნება 3899 ლარი, ხოლო iPhone Xs Max-ის - 4299 ლარი. გაყიდვების მეორე ეტაპი კი 28 სექტემბრიდან დაიწყება და წინასწარი შეკვეთის შემთხვევაში ღირებულება სპეციალური ფასდაკლებით 3299 ლარი (iPhone Xs) და 3699 ლარი (iPhone Xs Max) იქნება.

iSTYLE

-ის მაღაზიათა ქსელში iPhone-ის ახალ მოდელებზე წინასწარი შეკვეთები უკვე დაწყებულია და უნდა აღინიშნოს, რომ iPhone Xs-მა და iPhone Xs Max-მა წინასწარი გაყიდვებით საქართველოში ყველა რეკორდი მოხსნეს: მხოლოდ აისტაილში წინასწარი შეკვეთით უკვე 100-ზე მეტი ერთეულია გაყიდული. წინასწარი შეკვეთით ახალი iPhone-ის შეძენა აისტაილში თიბისი, საქართველოს, ვითიბი და კრედო ბანკების 0%-იანი განვადებითაცაა შესაძლებელი.

(R)