თბილისში ერთი კვირის განმავლობაში მსოფლიოს წამყვანი საფეხბურთო კლუბის ,,იუვენტუსის’’ მწვრთნელები ,,იუვენტუსის საფეხბურთო ბანაკში’’ ქართველ მოზარდებს მსოფლიო კლასის ფეხბურთში ავარჯიშებდნენ.
საქართველოს ეროვული ლატარიის დაფინანსებით ,,იუვენტუსის საფეხბურთო ბანაკში’’ ოთხი ნიჭიერი ფეხბურთელი ბავშვი ვარჯიშობდა. ბანაკის დასრულების შემდეგ მათ ,,იუვენტუსის’’ საფეხბურთო კლუბის სიგელები და სამახსოვრო მედლები გადაეცათ.
საქართველოში ,,იუვენტუსის საფეხბურთო ბანაკი’’ ორგანიზაცია ,,თავისუფალი ფეხბურთის’’ თაოსნობით მოეწყო. საქართველოს ეროვნული ლატარია სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში აქტიურად იყო ჩართული აღნიშნული პროექტის განხორციელებაში.
საქართველოს ეროვნული ლატარიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საქართველოში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და სპორტის განვითარების ხელშეწყობაა; სწორედ ამიტომ კომპანია მომავალშიც გააგრძელებს საქართველოში სპორტის სხვადასხვა სახეობაში საერთაშორისო დონის აქტივობების მხარდაჭერას.