თევზის მოშენებისთვის სპეციალური ლიცენზიის აღება გახდება საჭირო

თევზის მოშენება საქართველოში შესაძლოა ლიცენზირებადი საქმიანობა გახდეს.

ამის შესახებ პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტების ნუსხაშია საუბარი, რომელიც საკანონმდებლო ორგანომ საშემოდგომო სესიაზე უნდა იმსჯელოს.

როგორც პროექტშია აღნიშნული, კანონპროექტის მომზადება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ მოქმედი კანონმდებლობით ქვეყანაში აქვაკულტურისა და მარიკულტურასთან დაკავშირებული საკითხები არ რეგულირდება.

„იმის გათვალისწინებით, რომ დღეისათვის მსოფლიოში იზრდება მოთხოვნა აღნიშნული რესურსის მიმართ, აუცილებელია დადგინდეს აქვაკულტურის და მარიკულტურის სახეობების სამრეწველო მოპოვების საკანონმდებლო ჩარჩო.

კანონპროექტით დაგეგმილია ცვლილების შეტანა ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლის მიხედვითაც აქვაკულტურის და მარიკულტურის სახეობების სამრეწველო მოპოვებასთან დაკავშირებული საქმიანობა დაექვემდებარება ლიცენზირებას,“-აღნიშნულია პროექტში.

ცნობისთვის, აქვაკულტურა გულისხმობს - წყლის ორგანიზმების როგორც სამეურნეო, ისე დეკორატიული მიზნით; ხოლო მარიკულტურა - ზღვის მცენარეების მოშენებას გულისხმობს.