მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან სამკურნალო საშუალებების ექსპორტი 0.8 მლნ დოლარით შემცირდა.
ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
კერძოდ, „საქსტატის“ ცნობით, მიმდინარე წლის 1-ელ რვა თვეში აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 91,7 მილიონი დოლარი შეადგინა. მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მონაცემი 92,5 მილიონი დოლარი იყო.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში აღნიშნული სასაქონლო ჯგუფი უმსხვილესი საექსპორტო სასაქონლო ჯგუფების ათეულში მე-5 ადგილზეა და მისმა წილმა მთელ ექსპორტში 4.3% შეადგინა.