დედაქალაქში მუსიკალური გზების პროექტის განხორციელებას სთავაზობენ მერს.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიის ვებგვერდზე ქალაქის განვითარების შესახებ მოქალაქეთა იდეების მიღება მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ვებგვერდზე 242 მიმდინარე, 207 დაბლოკილი, 465 არშემდგარი იდეა ფიქსირდება. 13 იდეა განხილვის პროცესშია, ორი უკვე შეთანხმებული, 1 კი უარყოფილია.
„ბიზნესპრესნიუსი“ მიმდინარე განცხადებებიდან ერთ-ერთ იდეას გთავაზობთ, რომელიც მუსიკალური გზების პროექტის შექმნას გულისხმობს.
„გზებზე და ტრასებზე მრავლად არის ყვითელი საღებავის ჰორიზონტალური ზოლები რომლებიც გამოყენებულია უსაფრთხოების მიზნით. როდესაც ავტომობილი ამ ზოლზე გადადის, იგი გამოსცემს გარკვეულ ვიბრაციას და ეს ვიბრაციები ნოტებს მივამსგავსე. შესაბამისად, ჩემი იდეაც იმაში მდგომარეობს, რომ სხვადასხვა სიგრძის, სხვადასხვა რაოდენობის, სიმკვრივის ზოლები შეუსაბამოთ ნოტებს და როდესაც ავტომობილები გარკვეული სიჩქარით ამ ზოლებზე გაივლიან, ისინი მელოდიას გამოსცემენ.
ჩემი აზრით, ეს პროექტი ძალზე სახალისო, დასამახსოვრებელი და ამავდროულად უსაფრთხო იქნება, რადგან თუ ავტომობილი გზაზე მითითებულ სიჩქარით არ გაივლის, (რაც გამაფრთხილებელ საგზაო ნიშანზე იქნება) მასში მყოფი მგზავრები მელოდიას ვერ გაიგებენ. მაგალითად, აეროპორტის ტრასაზე შეიძლება გავაკეთოთ „თბილისო“-ს მელოდია. ეს მელოდია სტუმრებისთვის დასამახსოვრებელი იქნება,“-აღნიშნულია განცხადებაში.
აღნიშნულ იდეაზე ხმის მიცემის ვადა მიმდინარე წლის 16 ნოემბრამდეა.