"ვითიბი ბანკი" სტუდენტებს სტიპენდიას დაუნიშნავს

"ვითიბი ბანკი" კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს სტიპენდიას დაუნიშნავს.

როგორც ბანკში აცხადებენ, ამ საკითხზე "ვითიბი ბანკის" სათავო ოფისის შენობაში ბანკისა და კავკასიის უნივერსიტეტის ერთობლივი პრესკონფერენცია ხვალ გაიმართება.

პრესკონფერენციაზე სტუდენტებისთვის დაგეგმილ იმ ახალ შესაძლებლობებზე ისაუბრებენ, რომელსაც "ვითიბი ბანკისა" და კავკასიის უნივერსიტეტის სტრატეგიული პარტნიორობა ითვალისწინებს.