ვალეში, წითელ ხიდზე, ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტებში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,ვალე“, ,,წითელი ხიდი“, ,,ბათუმის აეროპორტი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების, ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, ისრაელის, ირანის ისლამური რესპუბლიკის, საქართველოსა და აზერბაიჯანის მოქალაქეების, ჰ.ვ-ს, ფ.ზ-ს, ნ.ლ-სა და ი.ყ-ს კუთვნილი ხელბარგების დათვალიერებისას, ნარკოტიკული (73 აბი) და ფსიქოტროპული (50 აბი) ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები და ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანა (0.47 გრამი) აღმოაჩინეს.

საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.