საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,წითელი ხიდი“, არადეკლარირებული ოქროს, საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა,- ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქის, ი.ზ-ს კუთვნილი ხელჩანთის დათვალიერების შედეგად, 12,023.18 ლარის ღირებულების, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (წონა 108.13 გრამი) აღმოაჩინეს.
საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 12,023.18 ლარის ოდენობით შეეფარდა.