საკონსტუტიციო კომისიის წევრს პაატა ცნობილაძეს თანხის გამოძალვაში ადანაშაულებენ.
წუხელ ხმაური იყო პაატა ცნობილაძის სახლთან, სამი ოჯახი, რომლებიც თავს დაზარალებულად მოიხსენიებს, თანხის დაბრუნებას ითხოვს. პაატა ცნობილაძე ბრალდებებს უარყოფს.
"ნდობაში შედიოდა ხალხთან, სახლებს ადებინებდა, მიჰქონდა ფული სადღაც მაღაზიებში, რომელსაც აკეთებდა თუ გაკეთებული ჰქონდა. კანადის თანხები გამოგვძალა, ჩემი შვილი მიყავდა მეგი სამხარაძე, ასევე ლევან გვრიტიშვილი. ამის დამადასტურებელი იურიდიული დოკუმენტი მაქვს, რომელსაც პოლიციაში წარვადგენ", - აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული ლია შანშიაშვილი.
მისი ადვოკატის თქმით კი, საუბარია რამდენიმე მოქალაქისგან 60 000 დოლარის გამოძალვაზე.
პაატა ცნობილაძე ადასტურებს, რომ აღნიშნულ პირებს იცნობს, თუმცა ბრალდებებს უარყოფს.