ამერიკულმა Michael Kors-მა მოდის სახლი Versace იყიდა?!

იტალიური მოდის სახლის Versace მფლობელი შესაძლოა, ამერიკული Michael Kors-ი გახდეს. როგორც გაზეთი "Corriere Della Sera" წერს, ბრენდი 2 მილიარდ დოლარად იყიდება.

გამოცემის ინფორმაციითვე, გარიგების შესახებ ოფიციალური განცხადება 25 სექტემბერს გაკეთდება.

ცნობისთის, კომპანიის 80% Versace -ს ოჯახის წევრებს ეკუთვნის, ხოლო 20% კომპანია Blackstone-ს.

აღსანიშნავია, რომ პოტენციურ მყიდველებში საიუველირო კომპანია Tiffany-იც სახელდება.

ამავდროულად, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებენ Bloomberg-ი და Finacial Times-იც. როგორც Bloomberg-ს ანონიმურმა წყარომ განუცხადა, გარიგების შემდეგ კომპანიის მართვაში Versace-ს ოჯახი დარჩება. თუმცა შეთანხმების სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

აღნიშნულთან დაკავშირებით Versace-ს წარმომადგენლები კომენტარს არ აკეთებენ, ხოლო Michael Kors-თან დაკავშირება ვერ ხერხდება.

ცნობისთვის, Michael Kors-მა გასულ წელს 1,2 მლრდ დოლარად ფეხსაცმლის მწარმოებელი კომპანია Jimmy Choo Plc შეიძინა. Bloomberg-ის ინფორმაციით, კომპანია მრავალპროფილიანი მოდების სახლის აშენებას გეგმავს.

ნინი ქეთელაური