2014 წლის შემდეგ პირველად ნავთობის ფასმა 81 დოლარს მიაღწია

გუშინ ბრიტანული Brent მარკის ნავთობის ფასის ნოემბრის ფიუჩერსები ლონდონის ბირჟაზე გამართული ვაჭრობის შემდეგ 2,9%-ით გაიზარდა და 81,17 დოლარი შეადგინა.

ეს ფასი ბარელ ნავთობზე ბოლოს 2014 წლის 21 ნოემბერს დაფიქსირდა.

როგორც ცნობილია, „ოპეკის“ მონიტორინგის კომიტეტმა ალჟირში გამართულ შეხვედრაზე არ განიხილა დღე-ღამეში 1 მილიონ ბარელზე მეტი ნავთობის მოპოვების საკითხი, პირიქით, 2019 წლისთვის მისი შემცირების შესახებ გააფრთხილა მწარმოებლები, რამაც მყისიერი გავლენა იქონია ბაზარზე. „ოპეკის“ პროგნოზით მომავალ წელს ბაზარზე შესაძლოა, განმეორდეს 2014 წლის სცენარი, როცა ზედმეტმა მიწოდებამ ნავთობის კვოტირება დასწია. 2019 წლის ოპტიმალური მოპოვების დონის დასადგენად „ოპეკი“ ნოემბერშიც შეიკრიბება.