კომპანია TransCanada ნავთობსადენ Keystone XL-ის მშენებლობას 2019 წელს დაიწყებს.
ამის შესახებ ტელეკომპანია Global News со კომპანიის წარმომადგენელზე, მეთიუ ჯონზე დაყრდნობით იუწყება.
მისი განცხადებით, TransCanada-მ, რომელიც მაგისტრალის ოპერატორი კომპანიაა, უკვე დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები მილების ტრანსპორტირებისთვის მონტანასა და სამხრეთ დაკოტას შტატებში, ხოლო ნებრასკას შტატში 2019 წლის პირველ ნახევარში არ არის დაგეგმილი სამუშაოების წარმოება.
როგორც ცნობილია, ნავთობსადენ Keystone XL-ის ირგვლივ კამათი უკვე წლებია გრძელდება, რის გამოც TransCanada-მ გეგმები არაერთხელ შეცვალა. აღნიშნული მაგისტრალი კანადიდან დღეღამეში 800 ათასი ბარელი ნავთობის ტრანსპორტირებას შეძლებს ტეხასისა და ლუიზიანას ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებში. პროექტის მიხედვით, ნავთობსადენის სიგრძე 1,9 ათას კოლომეტრს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ 2017 წელს დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა წინა ადმინისტრაციის მიერ ხელმოწერილ ამკრძალავ ბრძანებას Keystone XL-ის მშენებლობაზე. იმავე თვეს კი კომპანიამ სახელმწიფო დეპარტამენტს ნავთობსადენის მშენებლობის ნებართვისთვის უკვე ახალი წინადადებით მიმართა.
კოკა კვირკველია