28 სექტემბერს, 12:30 საათზე, სასტუმრო ბილტმორის საკონფერენციო დარბაზში ტექნოლოგიური ბაზრის ლიდერები Datalogic, Bizerba, Toshiba, Ses-Imagotag და Citizen საერთაშორისო კონფერენციას გამართავენ.
კონფერენცია, რომელსაც 5 ქვეყნიდან წარმოდგენილი 100-მდე მონაწილე დაესწრება, მიზნად ისახავს საქართველოს ინოვაციური ტექნოლოგიების ჰაბად ქცევას პოსტსაბჭოთა სივრცეში. კერძოდ, კონფერენციის მიზანია პოსტსაბჭოთა რეგიონში მოღვაწე საცალო ვაჭრობის ტექნიკის მწარმოებელი კომპანიებისთვის საქართველო გახდეს რეგიონალური ცენტრი, საიდანაც კომპანიები მოახდენენ ოპერირებას, ახალი ტექნოლოგიების გაცნობას და მთელი რეგიონისთვის მიწოდებას.
კონფერენციის ფარგლებში საცალო ვაჭრობის წარმომადგენელი უმსხვილესი კომპანიები
საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, უზბეკეთიდან და უკრაინიდან გაეცნობიან, თუ როგორ შეცვლის და განავითარებს საცალო ვაჭრობას ახალი ტექნოლოგიები და გადაწყვეტილებები, თუ როგორ გაზარდონ ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით გაყიდვები და აწარმოონ უფრო ეფექტური მარკეტინგული კამპანიები. კონფერენციის ფარგლებში გაიმართება უახლესი ტექნოლოგიური დანადგარების დემონსტრირება, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებს ადგილზე შეეძლებათ მათი გამოცდა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი თემატიკისა და მასშტაბის კონფერენცია თბილისში პირველად იმართება და მას ყოველწლიური ხასიათი ექნება.
თბილისში კონფერენციის მასპინძელი და ორგანიზატორი კომპანია "სოფთმასტერ ტრეიდია (SMT)"