თბილისსა და ერევანს შორის ავიარეისების დანიშვნის საკითხი განიხილეს

სომხეთისა და საქართველოს მთავრობების წარმომადგენლებმა თბილისსა და ერევანს და ბათუმსა და ერევანს შორის საჰაერო რეისების ამოქმედების საკითხები განიხილეს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა, რომელიც სერჟ სარგსიანთან და სომხეთის მთავრობის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდა.

"განვიხილეთ წახალისების თემები იმისთვის, რომ პირდაპირი რეისი დაინიშნოს ერევან-თბილისს და ერევანსა და ბათუმს შორის. ამაზე დიდი მოთხოვნაა. ამასთან, კომპანიებს საწყის ეტაპზე სჭირდებათ წახალისება, რათა ეს რეისები დაინიშნოს. დარწმუნებული ვარ, რომ კომერციულად ეს გამართლებული რეისები იქნება", - განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა.