AW LAB სპორტული მულტიბრენდული მაღაზიის გახსნა

AW LAB ურბანული სპორტული სტილის ლაბორატორია, გთავაზობთ ყველაზე მოდური, სპორტული ფეხსაცმლის და ტანსაცმლის კოლექციებს, რომელიც მომხარებელს აძლევს ინპირაციას, საკუთარი სტილის შესაქმნდელად.AW LAB შეიქმნა 1997 წელს, სახელწოდებით Athletes World, ამ ეტაპზე 200-ზე მეტი მაღაზიითაა წარმოდგენილი ევროპასა და აზიაში, ბრენდი ბატას ჯგუფის ნაწილია, რომელიც ლიდერია ფეხსაცმლის ინდუსტრიაში, მსოფლიოს მასშტაბით 100-ზე მეტ ქვეყანაში 5000 მაღაზიით.

AW LAB- მომხარებელს სთავაზობს, ცნობილი სპორტული ბრენდების ყველაზე ტრენდულ მოდელებს და ასევე ექსკლუზიურ მოდელებს, რომელიც კოლაბორაციის საფუძველზე შექმნილია სპეციალურად "ავ ლაბის" მომხარებელთათვის.

საქართველოში პირველი სპორტული მულტი ბრენდული მაღაზიის "ავ ლაბის" ოფიციალური წარმომადგენელი გახლავთ ICR TRADE, რომელსაც საცალო ბიზნესის სფეროში 25 წლიანი გამოცდილება აქვს და ამჟამად მსოფლიოს 20-მდე საერთაშორისო ბრენდთან თანამშრომლობს.

მონო და მულტი ბრედების ფორმატში საქართველოს მასშტაბით წარმოადგენს 60-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს.

ბრენდის პირველი მაღაზია 22 სექტემბერს საზემოდ გაიხსნა სავაჭრო ცენტრ გალერეა თბილისში მესამე სართულზე, ხოლო მეორე მაღაზიის გახსნა იგეგმება 20 ოქტომბერს თბილისი მოლში. მომავალი წლისთვის კომპანია ქსელს გააფართოებს და კიდევ ორ მაღაზიას გახსნის.

bpn