გასულ წელს 1 300 000 სომეხი ტურისტი შემოვიდა საქართველოში

საქართველოსა და სომხეთის მთავრობებს შორის ორ დოკუმენტს მოეწერა ხელი - ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის და საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ.

შეთანხმებებს ხელი საგარეო საქმეთა მინისტრებმა, მაია ფანჯიკიძემ და ედვარდ ნალბანდიანმა მოაწერეს.

"გასულ წელს 1 300 000 სომეხი ტურისტი იმყოფებოდა საქართველოში. ტურიზმი არის ეკონომიკის დარგი, რომელსაც განვითარების ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია და სწორედ ამ სფეროს დაარეგულირებს ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოვაწერეთ. რაც შეეხება საიდუმლო ინფორმაციის გაცვლას, ეს არის მეგობრულ ქვეყნებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც ამ დონეზე ურთიერთობებს ითვალისწინებს", - განუცხადა ჟურნალისტებს მაია ფანჯიკიძემ.