ქალებისთვის ავტობუსის მძღოლების მოსამზადებელ კურსებზე საბუთების მიღება 8 ოქტომბრამდე გაგრძელდება.ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
სწავლება „თბილისის ავტობუსების პროექტის“ ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის დადებული შეთანხმების გათვალისწინებით განხორციელდება. პროექტის მიზანია სატრანსპორტო სექტორში თანაბარი შესაძლებლობების შექმნა და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა.
კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში მონაწილეები დასაქმდებიან თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში არსებულ ვაკანსიებზე.
სასწავლო კურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ვებ-გვერდზე: www.ttc.com.ge