ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU) 27 სექტემბერს, 19:00 საათზე მარკეტინგული ივენთი „Content Marketing with Content” გაიმართება.ღონისძიება ბიზნესლიტერატურის პროექტ „ლურჯი ოკეანის“ ორგანიზებით ტარდება.
ღონისძიებაზე სპიკერი მედია ექსპერტი პიტერ ლუთსი იქნება, რომელიც ისაუბრებს კონტენტ მარკეტინგის დანიშნულებისა და როლის შესახებ, აუდიტორიას გააცნობს სხვადასხვა ხერხს, თუ როგორ გამოიყენონ კონტენტ მარკეტინგი მომხმარებელის ქცევაზე გავლენის მოსახდენად და ამის მეშვეობით შეძლონ გაყიდვების სტიმულირება.
პროექტი „ლურჯი ოკეანე“ ბიზნესლიტერატურის სერიაა, რომელიც ცნობილი ბიზნეს ბესტსელერების ქართულ ენაზე გამოცემას გულისხმობს. სერია აერთიანებს ისეთი ავტორების ნამუშევრებს, როგორებიც არიან: ერიკ რისი, დევიდ ალენი, გაი კავასაკი, ჯონ კინგი და სხვა. ლურჯი ოკეანის სერიის წიგნები გამოიცემა ქართველ ბიზნესპროფესიონალთა კონსულტაციითა და ჩართულობით.