ამერიკული კონგლომერატი Comcast Corp-ი ბრიტანული სატელეკომუნიკაციო კომპანია Sky plc-ის (რომელიც ფლობს ტელეკომპანია Sky News-ს) შეძენას გეგმავს.
გარიგების თანხად 39 მილიარდი დოლარი სახელდება. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
Comcast-მა აუქციონზე Sky plc.-ის აქციაში 17,28 ფუნტი სტერლინგის გადახდა შესთავაზა, მისმა ძირითადმა კონკურენტმა Disney-ის კუთვნილმა 21st Century Fox Inc-მა კი — 15,67 გირვანქა სტერლინგი. უკვე 11 ოქტომბრისთვის Sky plc-ის ინვესტორების კომპანიის აქციებს გასაყიდად გაიტანენ და სწორედ იმ დროს შეძლებს Comcast-ი ამ ფასიანი ქაღალდების ოფიციალურად შეძენას.
მანამდე Comcast-მა დათმო პოზიციები Disney-ის ჰოლდინგ 21st Century Fox-ის შეძენისას, რომელიც საბოლოოდ 71 მილიარდად იყიდა Disney-იმ, 65 მილიარდის სანაცვლოდ, რომელსაც Comcast-ი იხდიდა. ამის შემდეგ Comcast-მა გადაწყვიტა სატელეკომუნიკაციო კომპანია Sky-ის შეძენისთვის ებრძოლა. მაშინ ის მზად იყო 34 მილიარდი დოლარი გადაეხადა ამ ბრიტანული კორპორაციის 61%-ის შესაძენად. ამ აქტივმა უნდა გაამყაროს მისი პოზიციები Netflix-თან და Amazon-თან ბრძოლაში. 2018 წელს კომპანიამ გადაწყვიტა გაფართოვდეს ამერიკის ფარგლებს გარეთ, რათა გახდეს გლობალური ლიდერი სატელეკომუნიკაციო სფეროში.
კოკა კვირკველია