ხუთშაბათს სტარტაპ გრაინდში: ბლოკჩეინის შესახებ, თამარ სალანტთან ერთად

სტარტაპ გრაინდი გლობალური ქსელია, რომელიც აერთიანებს სტარტაპისდამფუძნებლებს, ადამიანებს, რომლებიც აპირებენ სტარტაპის შექმნას, ან სურთ არსებული სტარტაპისთვის დაფინანსების მოძიება, რომელიმე სტარტაპში დასაქმება ან უბრალოდ მათგან სწავლა.

სტარტაპ გრაინდ თბილისი ერთი მილიონი ადამიანისგან შემდგარი გლობალური საზოგადოების წევრია. მოდი და შეხვდი ქართველებს, საქართველოში მცხოვრებ უცხოელებს და სტუმრებს,

რომლებიც გვეხმარებიან ჩვენი სტარტაპ საზოგადოების შექმნაში. ღონისძიების პირველი და ბოლო საათი სხვებთან ურთიერთობისთვის, მეგობრების შეძენისა და ერთმანეთის დასახმარებლად გზების მოძიებისათვისაა გამოყოფილი, რაც ძლიერი და წარმატებული სტარტაპ საზოგადოების ჩამოყალიბებისათვის გადამწყვეტია.

მოდი, რომ შეხვდე უცხო ადამიანებს ან გაიგო სიახლე მათგან, ვისაც უკვე

იცნობ. იყავი მზად იმისათვის, რომ გაიგო, თუ როგორ შეგიძლია სხვების დახმარება!

ეს შეიძლება ისეთი მარტივი იყოს, როგორც სოციალური მედიის მეშვეობთ პოსტის დარეკლამება ვინმესთვის, ან პრობლემის გადაჭრაში დახმარება, ან კარგი თანამშრომლის პოვნა. მოდი, შემოგვიერთდი გემრიელ საკვებსა და სასმელზე და ჩაერთე საინტერესო საუბრებში, ჩვენი სტარტაპ საზოგადოების ფორმირებასთან ერთად.

თამარს ბლოკჩეინ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით მდიდარი გამოცდილება აქვს (სტარტაპებიდან მთავრობამდე, თუ ნეო ბლოკჩეინისთვის ბიზნეს ლიდერობის განვითარებამდე ისრაელში, არგენტინასა და ჩინეთში). მას აქვს ფართო ხედვა ბლოკჩეინის როლზე სხვადასხვა ბაზართან მიმართებაში - ლათინური ამერიკიდან აზიის ჩათვლით.

ახლა, როდესაც კრიპტოვალუტის ფასები იკლებს და თავდაპირველი აჟიოტაჟი მოსაწყენ ხმაურად გადაიქცა, ჩვენ ველით თამართან საუბარს, რათა გავიგოთ განვითარებისა და აპლიკაციის რა ეტაპზეა ბლოკჩეინი და როგორ უნდა შეხედონ ამ ახალი სფეროს ევოლუციას სტუდენტებმა, დეველოპერებმა და ინვესტორებმა გრძელვადიან პერსპექტივაში.

შეხვედრა 27 სექტემბერს საღამოს 8:00 საათზე დაიწყება რუმსში (მერაბ კოსტავას ქ.

#14). ღონისძიების განრიგი შემდეგია:

8:00 საათი - ნეთვორქინგი სასმელების თანხლებით

9:00 საათი - სპიკერის გამოსვლა (ინგლისურ ენაზე)

10:00 საათი - ნეთვორქინგი სასმელების თანხლებით